გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დაუმორჩილებლობის ნიშნად, ხვალ ბარს ხსნის. ბარის გახსნის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა.
როგორც ღონისძიების ანონსში წერია, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც და მისი გახსნა მიმართულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.
"13 თებერვალს, აღმაშენებლის 45-ში იხსნება ბარი "ჯაფარასთან". ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე. გახსნა დაგეგმილია 19.00 საათისთვის. გეპატიჟებით ყველას ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა", - წერია ინფორმაციაში.